მოვაჭრეები თვლიან, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმის დაცვის გარეშე მიმდინარეობს
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.

მათი თქმით , 10 დღეა,  რაც ამ ტერიტორიაზე  სამუშაოები მიმდინარეობს და ადამიანების უსაფრთხოებისთვის არანაირი ნორმები არ არის დაცული.

„დანგრევის დროს ტრაქტორი მუშაობდა და რკინის ნაწილი კინაღამ ადამიანებს დაეცა“- ამბობს იქ  მომუშავე

მოვაჭრეები იმასაც ამბობენ,  რომ აშენებული ობიექტისთვის სამუშაოები ადამიანების სავალ გზამდეა მისული და მათაც ეშლებათ ხელი.  იმის გამო,  რომ ობიექტის მფლობელის შესახებ არაფერი იციან, შენიშვნა მშენებლებს მისცეს, თუმცა არაფერი შეცვლილა.

მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სავაჭრო ობიექტია განთავსებული. ჩვენ მარნეულის ბაზრის წარმომადგენლობას დავუკავშირდით, რომლებიც აცხადებენ, რომ  ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და კერძო საკუთრებაა.





Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print