სიახლე
ზაურ დარგალმა მარნეულის ბაგა-ბაღები, წინასაარჩევნო დაპირების გამო, დაათვალიერა
მარნეულის მერმა უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან მეორე დღეს მარნეულის ოთხი ბაგა-ბაღი მოინახულა.
ქალაქ მარნეულის N4 საბავშვო ბაღში ვიზიტისას დარგალმა დაათვალიერა ბაღის შენობა და აღსაზრდელებსა და პერსონალს გაესაუბრა.

მარნეულის N4 საბავშვო ბაღში ძირითად პრობლემას სივრცის არარსებობა წარმოადგენს. ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი, მაგრამ როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაღის გამფემ თამარა სულეიმანოვამ თქვა, მასში 270-მდე ბავშვი დადის.

„საძინებლები არ გვაქვს ჩვენ, ორ ჯგუფს ძინავს დანარჩენები კი ფეხზე არიან. ამ ბავშვებმაც რომ დაისვენონ ცოტა მეტი საძინებლები კარგი იქნება. ეზოსაც სჭირდება მიხედვა, რათა სათამაშოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს ბავშვების გასართობად. ეზოში თითქმის ყველაფერი ძველია, 1965 წელს აშენებული ბაღია და მაშინ რაც იყო, ახლაც ისაა“. - ამბობს თამარა სულეიმანოვა

N4 ბაგა-ბაღის გამგე ასევე ამბობს, რომ ფართის სიმცირის მოსაგვარებლად კარგი იქნება თუ უკვე არსებულ შენობას გადააკეთებენ და რამდენიმე ოთახს კიდევ მიაშენებენ.

მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ბაგა-ბაღებში ვიზიტი წინასაარჩევნო დაპირების გამო გადაწყვიტა, რადგან მის ერთ-ერთ პირობას მოსახლეობასთან უშუალო მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.

„მინდა გითხრათ, რომ დაგეგმილი გვაქვს მოლაპარაგებებთ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელთან, განხილვები გვაქვს. ასევე რეგიონალური ფონდის დაფინანსებითაც ბაღების მშენებლობა არის დაგეგმილი მარნეულში. მინდა გითხრათ, რომ პრემიერმა გამოცხადა რამოდენიმე თვის წინ, რომ საქართველოს მასშტაბით სამოცამდე ბაღი აშენდება. ასევე განხილვის პროცესში ჩვენ აუცილებლად, როგორც ქალაქში, ასევე სოფელბშიც, ამ მიმართულებას გავაძლიერებთ.“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

ახალმა მერმა მარნეულის N1, N4, ალგეთისა და ყიზილაჯლოს ბაღები ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროს ზაურ ქარიმოვთან ერთად მოინახულა.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა,
რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა.
CNN
Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის
თანამშრომელ,
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ,
2015
წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული
საპრივატიზებო ვალდებულებებით,
2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით,
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს
სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას
დატოვებენ.
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს
და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასერიოზულს და ჭორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ,
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის
სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგო სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.