სიახლე
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 ახალგაზრდას მერია 500 ლარს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში გამარჯვებულ 6 მარნეულელ ახალგაზრდას ირაკლი ქველაძეს, არამ აკოფიანს, ედგარ მაზმანიანს, დემურ აბდელანს, მარიამ წერეთელსა და ეკა მეზვრიშვილს, 500-500 ლარს გადასცემს.

პროექტის ფარგლებში, მარნეულელმა ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების გეგმები წარადგინეს. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მარნეულის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი გვესაუბრა.

„ახალგაზრდებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მარნეულში ტურისტული მიმართულებით ინფრასტრუქტურა, როგორ შეიძლება დაიგეგმოს ღონისძიებები და როგორ და როგორ შეიძლება მათ მიიღონ მონაწილეობა ტურიზმის განვითარებაში. ყველაზე მაღალი ქულების შედეგად გამოვლენილი პროექტები იქნა დაჯილდოვებულ ჩვენი მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, 14 ივნისს, კაბადოკიაში გაიმართება ქართული დღეები, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოსა და თურქეთის საელჩოები არიან, და გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა ჩვენი მხრიდან იქნებიან დაფინანსებული, რათა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში“. - გვითხრა მარიამ ტყეშელაშვილმა

მარიამ ტყეშელაშვილმა ასევე თქვა, რომ პროექტში 20 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და მათ, ვინც 6 გამარჯვებულს შორის ვერ მოხვდა, კაბადოკიაში გასამართ „საქართველოს დღეებში“ მონაწილეობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ 50%-ით დააფინანსებს.

პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდებისათვის, წახალისების სახით, თანხის გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 12 ივნისს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის
პროვინციაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა და ბოლო
ერთი წლის მაქსიმუმზეა.
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი გაიზარდა და ბოლო ერთი წლის მაქსიმუმზეა.

სოფელ ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის შიდა გზების მოასფალტების
სამუშაოებისათვის მარნეულის მერიამ 444 130 ლარად ტენდერი
გამოაცხდა.

სოფელ ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისათვის მარნეულის მერიამ 444 130 ლარად ტენდერი გამოაცხდა.

დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა,
რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების
შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი
ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე
გაჩნდა.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა.
CNN
Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის
თანამშრომელ,
CNN Turk-ის ინფორმაციით, სტამბოლში სატვირთო კომპანიის თანამშრომელ,
2015
წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული
საპრივატიზებო ვალდებულებებით,
2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით,