მარნეულში 100 "ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ამდროისთვის 100 ე.წ „ჭკვიანი კამერა“ ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე 100 ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა ჩართული. წლის ბოლომდე კამერების რაოდენობა გაორმაგდება.

უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემა საგზაო მოძრაობის დამრღვევებს დააჯარიმებს. ძირითადად ვიდეოკამერა ხუთი სახის დარღვევას გამოავლენს, ესენია: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა.

საგზაო მოძრაობის დამრღვევებს ჯარიმის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2-ჯერ მივა, რის შემდეგაც კი უკვე საურავი დაირიცხება. ვიდეოჯარიმები ქულების სისტემაზე არ იმოქმედებს.

Print