სიახლე
"პროვოკაცია მომიწყვეს, ოღონდ არ გამოუვიდათ " - აბაზოვის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაკავებიდან, დღეს, 13 ივნისს ერთი წელი გავიდა. აბაზოვს, რომელსაც ელჩინ ალახვედრიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ ბრალს, ერთი წლის შემდეგ გვეუბნება, რომ მისთვის მოწყობილი პროვოკაცია არ გამოუვიდათ.  

„პროვოკაცია მომიწყვეს, ოღონდ არ გამოუვიდათ - პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ.“ - ამბობს თემურ აბაზოვი და თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან ვინც ეჭვის დონეზე პროვოკაციაში მონაწილეებად მიაჩნია.  

რადიო „მარნეულმა“ ელჩინ ალაჰვერდიევის ჩაწერაც სცადა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და რეპლიკის სახით მხოლოდ რამდენიმე წინადადება გვითხრა.

„ყველამ ყველაფერი იცის, რაც მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოსაც ძალია კარგად აქვს. კიდევ ბევრი რამ ითქმება“ - თქვა ალაჰვერდიევმა.

სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

თემურ აბაზოვი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში  პატიმრობაში იმყოფებოდა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მის მიმართ საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის.


ამავე თემაზე:

თემურ აბაზოვი დააკავეს


მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პირდაპირი წესით არჩეული მანეულის სამი მერი


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი
გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი
აქცია.
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია.
“პარლამენტმა განაახლა
მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ
თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
“პარლამენტმა განაახლა მუშაობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18
პირი.
შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 18 პირი.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ
პირველი“ ავრცელებს.
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის
,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დღეს,  18 ნოემბერს,
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში, საქართველოს პროკურატურის
წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს.
ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ,,მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში დღეს,  18 ნოემბერს, მარნეულის N5 საჯარო სკოლაში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაატარეს.
მარნეულის რაიონის სოფელ პირველ და მეორე ქესალოს
მოსახლეობა სოფლებში ნაგვის ურნების არარსებობას გამო
წუხან.
მარნეულის რაიონის სოფელ პირველ და მეორე ქესალოს მოსახლეობა სოფლებში ნაგვის ურნების არარსებობას გამო წუხან.
მარნეულის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის
საინფორმაციო ნომერი ამოქმედდა.
მარნეულის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის საინფორმაციო ნომერი ამოქმედდა.