რატომ არ უნდა გათხოვდნენ გოგონები ადრეულ ასაკში - გამოკითხვა
მთელ მსოფლიოში ადრეული ქორწინება თავის გავლენებს ახდენს. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, ქვემო ქართლლში პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. ადრეული ქორწინების გამო ძირითადად ახალგაზრდებს განათლებასთან ჩამოშორება უწევთ.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და გოგონებმა საკუთარი აზრი გაგვიზიარეს.

ნამილა 20 წლისაა და ფიქრობს, რომ გოგოს და ბიჭს თანაბარი უფლებები უნდა გააჩნდეთ. უნდა ისწავლონ, ჩააბარონ უნივერსიტეტში და დასაქმდნენ. ნამილა ამბობს, რომ თუ ადამიანი ცხოვრებაში გარკვეულ ნაბიჯებს არ დგამს, კარიერას ვერ ქმნის. ის ქორწინებაშიც არ იქნება წარმატებული. ის ადრეული ქორწინების წინააღმდეგია და უარყოფითად აფასებს.

22 წლის ელადა განქორწინების ძირითად მიზეზად ადრეულ ასაკში გათხოვებას ასახელებს. მისი თქმით, შეცდომით გაკეთებული არჩევანის შედეგად შვილებით მშობლებთან აგრძელებენ ცხოვრებას. ნამილა და ელადა ფიქრობს, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ.

ნამილა და ელადასავით ჩიჩექიც ადრეული ქორწინების წინააღმდეგია. იგი 23 წლისაა და ფოქრობს რომ ქალმა თავისი უფლებები თუ არ იცის, ის ფსიქოლოგიური, თუნდაც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ამბობს რომ 16 წლის გოგო როდესაც ქორწინდება და საოჯახო საქმეები არ იცის, ასეთ ციტატებს ეუბნებიან - „გათხოვება იცი და საქმის გაკეთება არა?“. ასეთ შემთხვევაში კი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ჩიჩექის თქმით, როცა ასაკი იმატებს ადამიანის აზრიც იცვლება, და ხვდება რომ შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ რომ ლაგოდეხში 40 წლის კაცმა 16 წლის გოგო გააუპატიურა. გოგო სკოლაში გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო. გოგომ ბავშვი იმავე დღეს გააჩინა. კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი  ბოლო დრო საგარეჯოში მოხდა.  24 წლის მამაკაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები