იტალიური კალიის კერები მარნეულშიც დაფიქსირდა

იტალიური კალიის კერები მარნეულშიც დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ მწერთან საბრძოლველად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„კერების მონიტორინგი ხდება ყოველი ზაფხულის დადგომის პერიოდში და სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ანხირციელებს იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მარნეულში იტალიური კალია წითელი ხიდის მიმდებარე ტეროტორიაზე დაფიქსირდა სოფელ ქესალოში და ლომთაგორას მიმდებარე ტერიტორიაზე.“ - თქვა მირანგულა ლიპარტელიანმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზ შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკების საშუალებით და კონტროლს ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული.

კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები