სიახლე
შსს აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავებას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის იძებნებოდა.

„აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლი გულისხმობს არაერთგზის თაღლითობას. სწორედ ამ მუხლით იძებნებოდა ავთანდილ მამედოვი წითელი ცირკულარით.“ - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში

შსს-ში განმარტავენ, რომ მამედოვი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ექტრადირების პროცედურების გავლის შემდგომ, შესაძლოა, აზერბაიჯანში გადაიყვანონ.

ავთანდილ მამედოვი დღეს, დილის საათებში დააკავეს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადაამცველმა ლეილა მამედოვამ განაცხადა, აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოში უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფება. მან საქართველოს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისათვისაც მიმართა, რასთან დაკავშირებითაც მორიგი სასამართლო სხდომა 21 ივნისს უნდა გამართულიყო.

ლეილა მამედოვას ინფორმაციით, ავთანდილ მამედოვს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მან საქართველოს პოლიციას მიმართა, მაგრამ სანამ თვალთვალის უშუალო მტკიცებულება თავად ავთანდილმა არ წარადგინა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს, 17 ივნისს, დაახლოებით 23:00
საათზე ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა რუსთაველის ქუჩაზე.
დღეს, 17 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა რუსთაველის ქუჩაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
წელს საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი
გაემგზავრება ამის შესახებ ინფორმაცია რადიოსთან საუბრისას
საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების შეიხმა რამინ იგიდოვმა
განაცხადა.

წელს საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი გაემგზავრება ამის შესახებ ინფორმაცია რადიოსთან საუბრისას საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების შეიხმა რამინ იგიდოვმა განაცხადა.

დღეს
17 ივლისს საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრში
აზერბაიჯანელი
დღეს 17 ივლისს საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრში აზერბაიჯანელი
"დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ
სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" დაბრუნდება.

ახალგაზრდული ბანაკის მოწყობის ორგანიზების
შესასყიდად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ
ახალგაზრდული ბანაკის მოწყობის ორგანიზების შესასყიდად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ
გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს
სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით,
გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით,