ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის გზების რეაბილიტაციისთვის 444 130 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისათვის მარნეულის მერიამ 444 130 ლარად ტენდერი გამოაცხდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 26 ივნისამდე შეუძლიათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან  60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები