სოფლის მეურნეობდან მიღებული წლიური შემოსავალი
შეიძლება ითქვას, რომ მარნულში მცხოვრებლების უმეტესობა სოფლის მეურენობით არის დაკავებული. ზოგი ამას შემოსავლის წყაროდ არ აღიქვამს და უბრალოდ, მიწაზე მუშაობითაა გატაცებული.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიწის ხარისხს მოსავლის მოსაყვანად.

55 წლის ელმან ხუდიევი სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს და წლებია სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. მას ძირითადა სარწყავი წყლის არ ქონა აწუხებს. ამბობს, რომ მოსავალს თავის დროზე ვერ რწყავს და ნადგურდება.



“მიწაზე იონჯა დავთესე. დათესვაში, დამუშავებაში ფულს ვიხდი და არანაირი შემოსავალი არ მაქვს. თუ წყალი იქნება ან გამიმართლა და იწვიმებს, მოსავლის მოყვანა შესაძლებელია” - ამბობს ელმან.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები წყლიდან ძალიან შორს მდებარეობს , ასეთ შემთხვევაში კი სარწყავი წყლით ვერ სარგებლობენ.

ელმან ხუდიევისგან განსხვავევით 50 წლის გარდაბნელი რაია მაჰმუდოვა მოსავლით კმაყოფილია.

მისი თქმით, პომიდორი, ბოლოკი, კიტრი, ლობიო, მწვანილი ყოველ წელს მოჰყავთ. ამბობს, რომ მოსავალი წელიწადში 3 - ჯერ მოჰყვს და თანხას დაახლოებით 2000- მდე იღებს. რაიას გარდა ბოსტნეულისა, ხილიც მოჰყავს მისი ყოველწლიური შემოსავალი ხილიდან 3000 - მდე ლარს აღწევს. თუმცამ თუ მუშახელს დაიქირავებენ შემოსავალი უმცირდებათ.



“თუ მიწას მოემსახურებით ის მოსავალს მოგცემთ” - ამბობს რაია.

ქეშალოში მცხოვრები ფერი მამედოვა 47 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ მისი ძრითად შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან მიღებული თანხაა.



“აქედან მიღებული თანხით, ბავშვების საჭირეობებს ვუმკლავდები” - ამბობს ფერი.

ფერი მამედოვას შემოსავალიც წლიურად დაახლოებით 3 000 ლარს აღწევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები