ადრეულ და იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, მარნეულში, საჯარო დისკუსია გაიმართა
ადრეული და იძულებითი ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით დღეს, 18 ივნისს, მარნეულის დემოკრეტიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსის მიზანს იმ პრაქტიკის გაანალიზება წარმოადგენდა, რაც ადრეული და იძულებითი ქორწინების გამომწვევია. დისკუსიის ორგანიზატორმა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ, ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ არსებობს ტენდენცია, როდესაც საზოგადოება ადრეულ და იძულებით ქორწინებას თემსა და ტრადიციას აბრალებს, მაშინ, როდესაც მსგავსი პრაქტიკები სხვა რეგიონებშიც გვხვდება.

„მთავარი პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სოციალური განვითარების პრობლემატიკაა. ამ რეგიონებში განათლები ხელმისაწვდომობა უკიდურესად დაბალია, სოციალური მომსახურეობის სერვისები ძალიან სუსტადაა განვითარებული და როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პრევენციაზე როდესაც, სახელმწიფოს იარაღი და თანამშრომლებიც კი არ ყავს რომლებმაც ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს“ - თამთა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ დისკუსიაზე ტრადიციების ნაცვლად იმ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ადრეული და იძულებითი ქორწინების გამომწვევია.

დისკუსიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ყველაზე მეტი შემთხვევა, რაც 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, ქვემო ქართლში ფიქსირდება. 134 ფაქტიდან 34% ქვემო ქართლში, 18% აჭარაში, 10% კახეთში, 9-9% სამეგრელო ზემო-სვანეთში, 7% თბილისში, 5% სამცხე-ჯავახეთში, 3% გურიაში და 4% შიდა ქართლში ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლეთა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებულ-მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა გოგა რაზმაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ უწყების ყველაზე დიდი გამოწვევა, ადრეულ და იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და ჩვენ მოვუწდებთ ყვეა არასრულწლოვანს, ყველა მსხვერპლს, რომ გაბედონ, დაძლიონ შისი და აუცილებლად მიმართონ პოლიციას. ამ ადამიანებს ვპირდებით, რომ აუცილებლად მოვახდენთ ეფექტიან გამოძიებას და დავეხმარებით ფსიქო-სოციალური კუთხით“. - გვითხრა გოგა რაზმაძემ

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმოადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი. გვიდიანის თქმით, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემას სამ უწყებას, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროსა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, შორის რეფერირების მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება წარმოადგენს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, ამ პრობლემებზე მუშაობის მხრივ საზოგადოებაში და განსაკუთრებით კი მშობლებში ცნობიერების ამაღლებაა მნიშვნელოვანი.

დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და სათემო რადიო "მარნეული".

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები