მარნეულში ლეიკემიით დაავადებული ბავშვის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება

21 ივნისს,  მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში, დახმარების მიზნით ,სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება.

ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლის, გიულბენ ალიევას თქმით,  მარნეულში მცხოვრებ 3 წლის გოგონას ლეიკიმია აქვს  და ფეხებს ვერ ამოძრავებს. ექიმების დიაგნოზით, გოგონას ქიმიათერაპია სჭირდება და 6 თვის განმავლობაში სისხლი უნდა განახლდეს.

შემდგომ კი შედეგს განსაზღვრავენ. მშობლებს, რომლებიც სახელის ანონიმურობას ითხოვენ არ აქვთ მკურნალობისთვის საშუალება და ახალგაზრდულ ცენტრის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ოჯახის დაეხმარება. 

აქცია 21 ივნისს დილით 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩაის სახლში ჩატარდება

აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები