22 ივნისს მარნეულში ონკოქირურგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ
22 ივნისს,  ქ.მარნეულში, პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.  გია ნემსაძე, გურამ მენთეშაშვილი, აბო გაჩეჩილაძე, ბელა ბურდული, ლელა ფანგანი, გიორგი მეტივიშვილი.

კონსულტაცია მოიცავს ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:

ძუძუ, ფარისებრი ჯირკვალი,კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები.
გვახსოვდეს,რომ ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა  საბოლოო გამოჯანმრთელების საწინდარია!

მისამართი:ქ მარნეული, რუსთაველის 77. მპს-კლინიკა, მარნეულის მერიასთან, #4 საბავშვო ბაღის უკანა ტერიტორიაზე 11:00 სთ-დან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები