მარნეულის სასამართლოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველის წინასწარი პატიმრობის საკითხი განიხილება
ამ წუთებში , მარნეულის მაგისტრის სასამართლოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ავთანდილ მამედოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკრატურის შუამდგომლობაა, რომ ავთანდილს საექსტრადაციო წინაპატიმრობა 3 თვით შეეფარდოს. ავთანდილ მამედოვის პირველი სიტყვები სასამართლოზე შესვლის დროს „ალიევი დიქტატორია“ იყო.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ მამედოვი 17 ივნისს დააკავეს. დაკავებულის ცოლის გუნელ მამედოვას თქმით, ავთანდილი 12 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდა და ამ მიმართულებით ადვოკატადაც მუშაობდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით,
ავთანდილ მამედოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეექმნა. სწორედ ამიტომ, ავთანდილმა და მისმა ოჯახმა წელიწადნახევრის წინ აზერბაიჯანი დატოვა და საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

დაკავებული უფლებადამცველის ცოლის განცხადებით, მამედოვს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მას ეშინოდა, რომ აფგან მუხთარლის მსგავსად მასაც გაიტაცებდნენ და აზერბაიჯანში კანონდარღვევით გადაიყვანდნენ

ამავე თემაზე:

აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავებას ოჯახის წევრები მის საქმიანობას უკავშირებს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები