სოციალურად დაუცველი ოჯახი სამი წელია სახურავის შეკეთებას მერიას სთხოვს
ხიხანელ ნათია ბერიძის სახლს 3 წელია, რაც სახურავი არ აქვს. თოვლი, წვიმა, ქარი და მცხუნვარე მზე ოთახებში ისევე აღწევს როგორც გარეთ. ღია ცის ქვეშ ყოფნა ბერიძეების ოჯახს მას შემდეგ უწევთ, რაც ძლიერმა ქარმა მათ სახლს სახურავი ახადა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და საკუთარი სახსრებით ახალი სახურავის ყიდვა არ შეუძლიათ. 

„წვიმის ქვეშ ვცხოვრობთ, სახლში ჩამოდის, მაგრამ სხვაგან სად უნდა წავიდე? პატარა გოგო 8 წლის მყავს. ლოგინში რომ დავაწვნ სულ სველდება საბანიც და ლეიბიც. ზოგჯერ დენსაც ატარებს რომ წვიმს“ - გვითხრა ნათია ბერიძემ.

ბერიძე ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა დახმარებაზე უარი არასაკმარისი მიზეზების გამო განუცხადეს. ერთადერთი იმედი ნათიასთვის ხელახალი წერილის დაწერაა და ახლადარჩეული მერისგან დახმარების მოლოდინი.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები