ხალხმრავლობა და ხმაური მერიის წინ - რატომ შეიკრიბა ორი სოფლის მოსახლეობა
მარნეულის მერიის წინ დღეს, დილის 9 საათიდან, ხალხმრავლობა და ხმაური იყო. სოფელ ქეშალოსა და ამბაროვკას 50-მდე მკვიდრი მერიის წინ სარწყავი წყლის უქონლობას აპროტესტებდა. ისინი მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან, შეხვედრას ითხოვდნენ, რათა სოფლებში არსებული პრბლემა მოგვარებულიყო

შეკრებილი მოსახლეობის განცხადებით, სოფლის მეურნეობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სარწყავი წყლის უქონლობის გამო კი ამ შემოსავალსაც კარგავენ.

„ბადრიჯანის, ბოლოკის ჩითილები უნდა დავრგო, დრო გადის და წყალი არაა. არ გვაწვდიან სარწყავ წყალს“ - ამბობს ამბაროვკის მკვიდრი

„დრო გადის და ვერ ვმუშაობთ. კი მაგრამ, როგორ ხდება რომ 500 ჰექტარს რწყავენ და ჩვენ 6-7 ჰექტარს ვერ ვრწყავთ. თვეში 75 ლარს ვუხდით და სინამდვილეში ერთი სეზონი 750 ლარი გვიჭდება.“ - გვეუბნება აქციის ერთ-ერთი მონაწილე

დაახლეობით 11:00 საათზე, ამბაროვკისა და ქეშალოს მოსახლეობს მარნეულის მერი შეხვდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ზაურ დარგალმა განაცხადა, ის იცნობს სოფლებში არსებული სარწყავი წყლის პრობლემას.

„ზაფხულის სეზონია და სარწყავი წყალი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მელიორაციასთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მერმა აღნიშნა, რომ ამბაროვკისა და ქეშალოს სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებაში მერიის ზედამხედველობის სამსახური და მელიორაციის სამსახური არიან ჩართულნი, ხოლო მისი თანაშემწე პირადად ჩავა სოფლებში, რათა სარწყავი წყლის პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები