დასაქმებული მშობლებითვის საბავშვო ბაღი დამატებით ერი თვე იმუშავებს

1 ივლისიდან, მარნეულში, საზაფხულო საბავშვო ბაღი ერთი თვით იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა მოგვაწოდა და თქვა, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.


აღსაზრდელების სზაფხულო ბაღში მიყვანა მშობლებს ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ .

„მშობლები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაოებენ, მარტო მათთვის არის ეს საზაფხულო ბაღი. ბავშვებს 1 ივლისიდან 31 ივლისამდე შეეძლებათ სიარული“ - თქვა ზაურ ქარამოვმა და აღნიშნა, რომ წელს 50-ზე მეტ ბავშვს ვერ მიიღებენ.  

საზაფხულო ბაღი ქალაქ მარნეულში N1 საბავშვო ბაღში იფუნქციონირებს, სადაც ორი ჯგუფი განთავდება. ზაურ ქარამოვის თქმით, საზაფხულო ბაღების ფუნქციონირების პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ამ ეტაპზე 25 ვაკანტური ადგილი აქვთ დარჩენილი

Print