სურსათის უვნებლობის კონტროლის შესახებ, მარნეულში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, 20 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლება გამართეს პრეზენტაცია, თუ რა ფუნქცია/მოვალეობები აკისრია სააგენტოს.

შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იყო. ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ პროგრამის მიზანი მოსახლეობასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მჭიდრო კომუნიკაციაა.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ხალხთან და მოსახლეობას, მომხმარებელს თუ მეწარმეებს მივცეთ საშუალება, რომ უშუალოდ შეხვდნენ სააგენტოს წარმომადგენლებს, დააყენონ საჭირბოროტო საკითხები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე.“ - გვითხრა ვახტანგ კობალაძემ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონულ ქალაქში გაიმართება.

პროექტი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისათვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google