"ნუ გვესვრი" - რადიო "მარნეული" მერიის წინ აქციას გამართავს
დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე, მარნეულში მერიის წინ რადიო "მარნეული" უერთდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საპროტესტო აქციას “ნუ გვესვრი!”.


მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. აქციის დროს დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

სათემო რადიო "მარნეული" მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს. მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, ნებისმიერ ვითარებაში უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამასთან, დაისჯოს ყველა პირი, ვინც ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები