ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება და მე ვეთანხმები მას - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე
"გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით პროემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ასევე პარტიის ხელმძღვანელობამ და პარტიის ლიდერება გააკეთეს განცხადებები და სრულიად ვეთანხმები აღნიშნულ განცხადებებს." - გვითხრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის გუშინ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

საპროტესტო აქცია 20 ივნისს დაიწყო. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები