მოსახლეობა ქორწილში, სავარაუდოდ, საკვბით მოიწამლა

გუშინ, 20 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ქორწილში მოსახლეობა მოიწამლა.

როგორც რადიო "მარნეულს" „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა  დირექტორმა ტატა შენგელაიამ განუცხადა, მოსახლეობის მასიური შეყვანა საავადმყოფოში 20 ივნის, ღამის საათებში დაფიქსირდა. მათთან კლინიკაში 12 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის ბავშვებიც, რომლებსაც ინტოქსიკაცია დაუდგინდათ.

თუ რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად კი საკვები სახელდება. კლინიკაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ყველა პაციენტი სახლშია გაწერილი.

რადიო "მარნეულის ინფორმაციით", ინტოქსიკაციით ამავე სოფლიდან რამდენიმე ბავშვები მარნეულის პედიატრიულ კლინიკაშიც შეიყვანეს. კლინიკის უფროსი ადასტურებს ინტოქსიკაციით მიღებულ პაციენტებს, თუმცა იყო თუ არა ეს ქორწილში მომხდარი ამბავი ვერ ადასტურებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები