მარნეულში საფესტივლო კონცერტი გაიმართა

დღეს. 21 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, საფესტივალო კონცერტი გაიმართა.


რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის „იბერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულემა და მონაწილეები. მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ ღონისძიება მნიშვნელოვნად შეაფასა.

„მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა არის სახელმწიფოს და თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეი. მე ხaზი მინდა გავუსვა იმ ძირითად მიზეზს, რაც ამ ღონისძიების ჩატარების მთავარი საფუძველია. ეს არის შაბან მამედოვის განსაკუთებული დმსახურება და მადლობა მინდა ვუთხრა მას“ .- თქვა ლაშა ლობჯანიძემ

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „იბერია – ბრილიანტის“ გამარჯვებული მარნეულელი მომღერალი შაბან მამედოვია, რომელმაც ასევე წარმატბით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა უკრაინაში, საერთაშორისო ფესტივალზე.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული მოქალაქეები.
ღონისძიება, ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალისა” და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

Print