საიმერლოში მოსახლეობა წყლის სისტემის შეცვლას აპროტესტებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში დილიდან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა წყლის სისტემის შეცვლას აპროტესტებს.

მათი თქმით, სოფელს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. რამდენიმე კვირის წინ სოფელში წყლის სისტემის შეცვლა დაიწყო.

მოსახლეობის თქმით, მათ ეგონათ, რომ სოფელში მხოლოდ სასმელი წყლის მილების შეცვლა იგეგმებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სოფლის სხვა წყალსაქაჩზე მიერთებაა დაგეგმილი, რაც სასმელი წყლის მიწოდებას გააუარესებს.

მოსახლეობა ითხოვს, რომ სოფელში შეიცვალოს წყლის მილები, მაგრამ წყალსაქაჩი უცვლელი დარჩეს.

ამ ეტაპზე მოსახლეობა მერიის წარმომადგენლებს ელოდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები