"თუ ქართულად არ გესმის, გეტყვი აზერბაიჯანულად - გახარია გეთ! „ - ოქტაი ქაზუმოვი

ვერავინ ვერ დაშლის საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობას და სოლიდარობას“ - ამ განცხადებით მთარგმნელმა და ფილოლოგმა ოქტაი ქაზუმოვმა რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას 24 ივნისს მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას ქაზუმოვმა საქართველოს თანამემამულეებს განურჩევად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქციაზე გამოსვლა მოუწოდა და განაცხადა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალია. 

„მოგესალმებით თანამემამულენო. დღეს ჩემთვის პატივია თქვნს წინაშე წარდგენა. იმ საკრალურ, იმ წმინდა ადგილას, რომელსაც ახსოვს უამრავი თარიღი ყოვლად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. მე მსურს, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სხედან ტელევიზორთან და ვთქვა, რომ დღეს აქ ჩუხჩუხებს თავისუფლების წყარო და არის შანსი იმისა, რომ დაეწაფონ და ნუღარ გაუშვებთ ამ შანს. დღეს აქ არის უწმინდესი და უსაკრალურესი აქტი თავისუფლებისსა და რას მიქვია დრო და ამინდი. კეთილი ინებეთ და მიიღეთ მონაწილეობა ამ წმინდა აქტში. ამ აქციების დაწყების დღიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეები აქ არიან, აქ ერთვებიან და მათი სახელითაც მე მინდა ვუთხრა გახარიასმ რომ ამოიწურა შენი დრო და წადი! თუ ქართულად არ გესმის გეტყვი აზერბაიჯანულად - გახარია გეთ! „ - თქვა ოქტაი ქაზუმოვმა სიტყვით გამოსვლისას.“ 

ვიდეო აღებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები