2020 წლის არჩევნებზე 0%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“, კვლავ, უმრავლესობაში ყოფნის საფრთხეს არ ქმნის - ახმედ იმამკულიევი
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრისა და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახმედ იმამკულიევის თქმით, 2020 წელს პროპორციული სისტემით გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე 0%-იანი ბარიერი არ ქმნის იმის სფრთხეს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ უმრავლესობაში იქნება.

„ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულით შექმნის რაიმე პარტიებს და აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ისინი პარლამენტში შევლენ, შესაძლებელია ეს პარტიები ან პარლამენტარები მოისყიდოს, მაგრამ ჩვენ ასე არ გვგონია, იმიტომ, რომ ეს მისთვის ძალიან ძნელი შესასრულებელი იქნება“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ხალხის გამარჯვებაა.

„უკვე ოლიგარქს აღარ ექნება იმდენი შანსი, რომ ხელისუფლება მართოს ერთპიროვნულად. პარლამენტის ნახევარი, 75 ადამინანი, მაჟორიტარული სისტემით იყო მოხვედრილი. ამ დროს იკარგებოდა ამომრჩევლების ხმები, რადგან მათ შესაძლოა მხარი დაეჭირათ ერთი კონკრეტული პირისათვის, მაგრამ არა პარტიისათვის. ზუსტად ამიტომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის არის ძალინ კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხალხმა აქციების ფონზე მოიპოვა“. - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

საკონსტიტუციო რეფორმით, პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 24 ივნისს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, მაგრამ 0%-იანი ბარიერით ჩატარდება. მმართველ პარტიას ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებები, თუ რატომ გადაწყვიტა 2020-ის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები