სიახლე
„0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობაა“ - აზერ სულეიმანოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
"0%-იანი ბარიერი იგივე მაჟორიტარობა არის. ყველა მაჟორიტარს რეგიონებში დაახლოებით 12-13 000 ხმა უნდა. 0%-იანი ბარიერის პირობებშიც იგივე რაოდენობის ხმაა საჭირო ერთი დეპუტატისათვის". - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას.

აზერ სულეიმანოვის თქმით, 2020 წელს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში არჩევნების ჩატარება მხოლოდ ივანიშვილისათვისაა კარგი - "ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 2020 წელს ისევ იმ შემადგენლობით იყოს პარლამენტი".

დეპუტატი ამბობს, რომ მომდევნო წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ხალხის გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის 0%-იანი ბარიერით გაიმართება.

საკონსტიტუციო რეფორმით, პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერით არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. 2019 წლის ივნისის აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. 24 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, მაგრამ 0%-იანი ბარიერით ჩატარდება. მმართველ პარტიას ამ ეტაპზე არ გაუკეთებია განმარტებები, თუ რატომ გადაწყვიტა 2020-ის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის
განცხადებით,
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით,
საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა
სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს
დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40
წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა,
საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან და შეიხ-ულ-ისლამად არჩევიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა,
შსს
ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა
მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი
მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი
მოკლეს.
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს.


<span style=


უკვე
დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი
გაყავთ.
უკვე დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი გაყავთ.
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.