მარნეულის თეატრალურმა დასმა პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე ოკუპაცია გააპროტესტა (+ვიდეო)

,,რუსეთი ოკუპანტია," ,,ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" -  ამ წარწერების მქონე ტრანსფარანტებით, მარნეულის თეატრალურმა დასმა, პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე ოკუპაცია გააპროტესტა.

აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის კულტურის ცენტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

რამდენიმე დღის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრი"-თან არსებული თეატრალური დასი პოლონეთში გაემგზავრა. გუშინ, 24 ივნისს გდანსში გამართულ მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, დასმა რეჟისორ გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი ,,აირწინაღი" წარადგინა. სპექტაკლის დასასრულს გოჩა ხვიჩიამ მაყურებლების ყურადღება მოითხოვა და ოკუპაცია გააპროტესტა.




ვიდეო აღებულია "ქართული თეატრი"- ს ფეისბუქ გვერდიდან. 
Print