მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს, 26 ივნისს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, 60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. როგორც საწრაფოს ექიმმა განაცხადა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.


როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print