“დეზინფორმაციის გავლენა და მედია წიგნიერება” - ტრენინგი მარნეულელებისათვის
დეზინფორმაციის გავლენასა და მედია წიგნიერებაზე 28 ივნისს, მარნეულის დემოკრეტიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგის მიზანია დეზინფორმაციის ფორმების და არხების, მედია წიგნიერების პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთათვის საჭირო უნარ ჩვევების განვითარება დეზინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების და პროპაგანდის იდენტიფიცირების მიმართულებით.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეეძლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. მეორე ნაწილი მიეძღვნება ამავე თემატიკის საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას. მონაწილეებს შეეძლებათ წარმოადგინონ მცირე საპროექტო განაცხადდები. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას 400 ევროს ოდენობით.

ტრენინგი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით.

აღნიშნული სახის ტრენინგი მარნეულის გარდა ასევე, რუსთავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები