მარნეულში 22 წლის მამაკაცი მდინარე ხრამში დაიხრჩო

მარნეულს მუნიციპალიტეიტს სოფელ ქესალოში 22 წლის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ასიფ იუზბაშოვმა მოგვაწოდა.


მისი თქმით, შემთხვევა 25 ივნისს, 16:30 საათზე მოხდა და გარდაცვლილი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. იუზბაშოვი ამბობს, რომ გარდაცვლილი რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდა და ღრმა წყალში შევიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდას ამოყვანა წყლიდან გარდაცვლილის ბიძაშვილმა შეძლო, თუმცა 22 წლის მამაკაცის დახმარება ვერ მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები