მერის მოადგილის თქმით, გარემოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლას დასთანხმდნენ
გარემოვაჭრეები შიდა ბაზარის ტერიტორიაზე გადასვლის მზაობას გამოთქვამენ. აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ დაგვიდასტურა და თქვა, რომ მერიაში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა, 25 ივნისს გაიმართა. ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანო, ვინც ვალდებულია კანონით აკრძალულ გარევაჭრობაზე შესაბამისი ზომები მიიღოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია. ლობჯანძეს თქმით, აღნიშნულ სამსახურთან ერთად, მარნეულის გარემოვაჭრეებს აუხსნეს ის ძირითადი რისკები, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება.

„ძირითადად საინფორმაციო სახის შეხვედრა იყო და განვუმარტეთ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ბაზარში ვაჭრობა ისე, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ყველა გარემოება დაცული იყოს. მათგანაც მივიღეთ მზაობა, რომ გადაინაცვლებენ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე და ასეთი კანონდარღვევა აღარ იქნება სახეზე.“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ

ლობჯანიძეს, თქმით გარემოვაჭრეებმა ტერიტორიის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მოითხოვეს.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ გარევაჭრბასთან ბრძოლა მარნეული ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მერობის დროს დაიწყო, თუმცა მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერემოვაჭრეების უმრავლესობამ ტერიტორია არ დატოვა.

თვითდასაქმებულები წლებია შემოსავალს გარევაჭრობით იღებენ და ოჯახებს არჩენენ. ბაზარში ვაჭრობა, დახლზე დაწესებული გადასახადის გამო, არამომგებიანად მიაჩნდათ, რის გამოც, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ადგილზე უცვლელად დარჩნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები