პირველ ქესალოში მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება
მდნარე მტკვარში წყლის დონის მატება, ყოველ წელს, სოფელ ქესალოს მაცხოვრებლებისთვის დიდ საფრთხეს ქმნის .

წყლის დონის მატება სოფელში მდებაე სასაფლაოს, მოსახლეობის მიწის ნაკვეთებს და მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს სოფელ კაპანახჩის ტერიტორიული ერთეულის მერის რწმუნებული ასიფ იუზბაშოვი აცხადებს, რომ ახლო მომავალში პრობლემა მოგვარდება. მისი თქმით დეპუტატები, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე რამდენჯერმე მივიდნენ სოფელში და მოსახელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრნენ.

სოფელ პირველ ქესალოში მდნიარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისათვის მარნეულის მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცადა. ტენდერის მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაში 1 300 000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო თანხა საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოყო.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე სოფელში სამუშაოებისათვის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს და ადგილზე სპეციალური ტექნიკაა შეყვანილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები