„წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ - მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
26 ივნისს მარნეულის მერიაში პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წარდგენაში მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს წევრები და WASH-ის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის დროს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.

პროექტის ძირითადი მზანი სოციალური კუთხით დაუცველი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, დისკრიმინაციის პრევენცია, ოჯახების წყლით უზრუნველყოფა და დაინტერესებული პირებისთვის WASH სტანდარტების შექმნაა.

კავასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორის მარიკო წიქორიძის თქმით, მერიის წარმომადგენლებთან განიხილეს WASH საბჭოს გადახალისების საკითხი. საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შევლენ. წიქორიძე განმარტავს, რომ მერიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილეს ის საკონკურსო გრანტებიც, რომელსაც CENN-ი ახლო მომავალში წარმოადგენს და ისაუბრეს იმ სოფლების შესახებ, სადაც სასმელი წყლის პრობლემა დღეისათვის მწვავედ დგას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები