მარნეულელი ახალგაზრდები მერიას და საკრებულოს სიახლეების აზრბაიჯანულ ენაზე თარგმნას სთხოვენ
მარნეულელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი მარნეულის მერიას, საკრებულოს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს განცხადებით მიმართავს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ მარნეულის მერიისა და საკრებულოს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე, მარენულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეები და განცხადებები, ქართულ ენასთან ერთად, აზერბაიჯანულ ენაზე გადაითარგმნოს.

განცხადებაში განსაზღვრულია ის სამართლებრივი ნორმები რომლის დაცვითაც მუნიციპალიტეტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზეც გაავრცელოს.

„ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდზეც და ოფიციალურ სოციალურ გვერდზე სახელმწიფო ენაზე განთავსებული ინფორმაცია, გადაითარგმნოს აზერბაიჯანულ ენაზეც, იმისთვის რომ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

აქვე გვინდა განვმარტოთ რომ, ჩვენი მოთხოვნა არ ემსახურება სახელმწიფო ენის დაკნინებას ან მისი სრულფასოვანი ცოდნის მნიშვნელობის უგულებელყოფას. მეტიც, ვთვლით რომ ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა და პოზიტიური ნაბიჯები გასაძლიერებელია რაც აღმოფხვრის სახელმწიფო ენის ცოდნის ჩავარდნას აზერბაიჯანულ თემში თუმცა მიგვაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ, ინტეგრაციაზე საჭიროა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის უზრუნველყოფა იქნება.“
- წეია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში

განცხადებაში ახალგაზრდები პოზიტიურად აფასებენ მარნეულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლეების განთავსების დაწყებას, მაგრამ თვლიან, რომ აღნშნულს სისტემატიური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები