„საქართველოში ხშირად ხდება ადამიანი დეზინფორმაციის მსხვერპლი“- მარნეულში მედიაწიგნიერებაზე ტრენინგი ჩატარდა
დღეს, 28 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცერნტრში, დეზინფორმაციის გავლენასა და მედია წიგნიერებაზე ტრენინგი გაიმართება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძვნებელი ირაკლი ფორჩხიძე ამბობს, ტრენინგის მიზანი დეზინფორმაციის ფორმების და არხების, მედია წიგნიერების პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

„საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანა, სადაც ძალიან აქტიურია ამ ტიპის პრობლემატიკა. როდესაც სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ვრცელდება ყოველდღიურად დიდი მასშტაბით და შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის მედიაწიგნიერების იმ დონით დაჯილდოებული რომ განასხვაოს რა არის დეზინფორმაცია და რა არა, ხშირად ხდება უნებლიედ დეზინფორმაციის მსხვერპლი. სწორედ ამიტოპმაა ეს ტრენინგი, რომ ვასწავლოთ როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია, ასევე გავაცნოთ ის ინფორმაცია თუ რატომ არსებობს ეს პრობლემა დღეს“ - გვითხრა ირაკლი ფორჩხიძემ

დღევანდელ შეხევრაზე ასევე საუბარი დაეთმო ამავე თემატიკის საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას 400 ევროს ოდენობით.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ტრენინგი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით.

Print