404 შეცდომა
მარნეულში, სამ წლამდე ბიჭი, გულმკერდის არეში მაკრატლით დაიჭრა
მარნეულში მცირეწლოვანი ბავშვი მკრატლით გულმკერდის არეში დაიჭრა. სოფელ ნორგიულში მცხოვრები 3 წლამდე ბიჭი სხეულზე მიყენებული ჭრილობით მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკაში დაახლოებით 15:30 საათზე შეიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ რადიო "მარნეულს" უთხრა, ბავშვი  თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ერთი ჭრილობა იყო, გულმკერდის მარჯვენა მხარეში. სტაბიულური იყო ბავშვის მდგომარეობა, თუმცა ჭრილობა შემავალი იყო და იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დედამ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვი წაიქცა და მაკრატელით, რომელიც ხელში ეჭირა მიიღო დზიანება“ - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

რადიო "მარნეული"
Print