არიზ დაშდამიროვმა ნომინაციაში "ქართული ენის პოპულარიზაცია ქვემო ქართლში" გაიმარჯვა
28 ივნისს,
"ახალი აზროვნების ინსტიტუტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არიზ
დაშდამიროვმა გაიმარჯვა ნომინაციაში "ქართული ენის პოპულარიზაცია
ქვემო ქართლში" და გადაეცა სიგელი თბილისის ჰუმანიტარული
უნივერსიტეტისგან.
როგორც დაშდამიროვი ამბობს,
14 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ
დედაენის დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად
შეთავაზება მიიღო და კონფერენციას დაესწრო.
მისი თქმით, ნომინაციის მიღების მიზეზი „ღია საზოგადოების“ მიერ
მოპოვებული ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებული პროექტი გახდა.
მან პორექტის ფარგლებში გაკეთებული საქმეების შესახებ
დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა.
"კონფერენციაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში რა საქმეებიც
გავაკეთეთ, ის წარვადგინე. ჯერ პრობლემა გამოვიკლიეთ რატომ არ
ისწავლება, პროცესი ასე სუსტად რატომ მიმდინარეობს და მერე მუშაობა
დავიწყეთ. არ ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს მოეწონათ. იქ ქართველებს
შორის ერთადერთი აზერბაიჯანელის სახელის გამოძახება და უნივერსიტეტის
ნომინაციის მიღება არაა უბრალო რამე ჩემთვის." -
გვითხრა არიზმა.
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ სოფელ ხულდარაში 2017 წლიდან
ფუნქციონირებს, რომლის დამფუძნებლები ქამრან ეფენდიევი, ნუცა
დემეტრაშვილი და არიზ დაშდამიროვი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ
კიდევ ორი ცენტრი , რომელსაც ქამრანი, ნუცა და არიზი ხემძღვანელობს
2015 წელს დაფუძნდა და მოლაოღლსა და სადახლოში ფუნქციონირებს.
ცენტრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების განვითარება, სხვადასხვა
აქტივობებში ჩართვა და განათლების ხელმისაწვდომლობაა. სამივე ცენტრს
ამჟამად 100 ბენეფიციარი ჰყავს.
ფოტოები აღებულია "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" ფეისბუქ
გვერდიდან