მარნეულელი გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდნენ
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა . ბაზრის გვერდით მდებარე ქუჩაზე მოვაჭრეებს სხვადასხვა სახის სურსათი გამოჰქონდათ გასაყიდად რის გამოც მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეებისათვის გადაადგილება სახიფათო იყო. დღეს, 2 ივლისს, ბაზრის გვერდით მდებარე ქუჩაზე გადაადგილება აღარ ჭირს, რადგან ყველა გარევაჭრობის ობიექტი დახურულია. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმით მოვაჭრე ქალებსაც ვეღარ შეხვდებით.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მრიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ თქვა, გარემოვაჭრეებთან მერიას ინტენიური მოლაპარაკებები ჰქონდა, რათა მოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

„პროცესი მიმდინარე იყო და ეხლა არ დაწყებულა. თვითმმართველობამ ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება თუმცა, მანამდე რამდენჯერმე იყვნენ ადგილზე მისული სამსახურის წარმომადგენლები და მერიაშიც იყო შეხვედრა გარემოვაჭრეებთან“ - ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვჭრეებს თავისუფლად და ყველა პირობის დაცვით შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება

რძის ნაწარმის ვიზუალური შემოწმება, ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, ანტისანიტარია, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რასაც მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით. ამ პრობლემების მოგვარების მიზნით მარნეულის მერიამ არაერთხელ მისცა გაფრთხილება გარემოვაჭრეებს, თუმცა დღემდე პობლემა მოუგვარებელი რჩებოდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები