მარნეულის საკრებულოში მუშაობის მსურველ 54 ადამიანიდან კონკურსის მეორე ეტაპზე 11 გადავიდა
მარნეულის
საკრებულოში არსებულ სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის
მერე ეტაპი იწყება.
რაც ზეპირ დავალებას და გასაუბრებას გულისხმობს. როგორც რადიო
„მარნეულთან“ საუბარში საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე
ამბობს, ღია კონკურსში, რომელიც www.hr.gov.ge - ზე ჰქონდათ
გამოცხადებული და 30 ივნისს დასრულდა განაცხადების მიღება,
მონაწილეობა დაახლოებით 60- მა აპლიკანტმა მიიღო, თუმცა დადებითი
პასუხი მხოლოდ 11-ს გადაეგზავნა.
„54 განაცხადიდან ამ სამ ვაკანტურ პოზიციაზე დადებითი
პასუხი 11-ს გაეგზავნა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ თერთმეტიდან
განმეორებებია. მაგალითად, არის ადამიანი, რომელსაც შემოტანილი აქვს
განაცხადი, როგორც ერთ პოზიციაზე, ასევე მეორეზე - ასეთი შემთხვევებიც
გვაქვს“ - გვითხრა ნინო ბერიძემ.
ბერიძეს თქმით , დანარჩენი განმცხადებლები კონკურსის მეორე ეტაპზე
არასაკმარისი დოკუმენტაციის წარდგენის გამო ვერ გადავიდნენ.
მარნეულის მერიაში ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპი 8 ივლისს
11:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ საკრებულოში არსებულ ვაკანტურ ადგილების
ჩამონათვალს:
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან,
მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული
საკითხების განყოფილების უფროსის მეორე რანგის საჯარო დაწესებულების
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არსებული ვაკანტური
პოზიცია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან,
მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული
საკითხების განყოფილების მესამე რანგის საჯარო დაწესებულების მეორე
კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საზოგადოებასთან ურთიერთობა)
არსებული ვაკანტური პოზიცია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასთან,
მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის და გენდერული
საკითხების განყოფილების მესამე რანგის საჯარო დაწესებულების მეორე
კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საინვესტიციო) არსებული ვაკანტური
პოზიცია.
გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის
მუუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქ გვერდიდან.