"ალგეთის ხმა" - ახალმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო
სოფელ ალგეთში ახალ ცენტრი სახელწოდებით "ალგეთის ხმა" დაიწყო ფუნქციონირება. ცენტრი ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. 13 ივნისს, ცენტრი ალგეთის N2 საჯარო სკოლაში გახსნის, რომლის მიზანი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.

ამ დროის განმავლობაში ცენტრში პოეზიის საღამოები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. ცენტრი ასევე სოფელ მოლაოღლში მოქმედი „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“თანამშრომლობით ახალგაზრდებთან ერთად იკრიბებიან და სხვადასხვა თემში საინფორმაციო ხასიათის ტრენინგებს ატარებენ.

ალგეთის მეორე საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებელი და ალგეთის ხმის ცენტრის დამფუძნებელი აიშენ გიზბასოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ალგეთში ახალგაზრდებისათვის არანაირი სივრცე არ არსებობდა სადაც სხვადასხვა აქტივობებში შეშძლებდნენ ჩართვას და მსგავსი ცენტრის საჭიროება დიდი ხანია არსებობდა. ფიქრობს, რომ ცენტრის გახსნით არასამთავრობოებთან ითანამშრომლებენ და ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას.

"სამწუხაროდ სოფლებში კულტურულ-საზოგადოებრივი მდგომარეობა ცუდია. გაცოცხლებისთვის ერთობა, თანასწორუფლებიანობაა საჭირო"-ამბობს აიშენ გიზბასოვა.

გიზბასოვას თქმით ახლა ახალგაზრდებს იტერესი უფრო დიდი აქვთ დომავალში მერიისთვის მიმართვას და გაფთაართოებისთვის ნამშრომლობას გეგმავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები