მარნეულელი აბიტურიენტები პირველ ეროვნულ გამოცდას აფასებენ
ქართული ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ერონული გამოცდა გუშინ, 2
ივლისს დასრულდა.
განცდა და მღელვარება თითქმის ყველა გამოცდას რომ
ახლავს, ამას ჩვენი აბიტურიენტებიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ
გარემო, სადაც გამოცდას წერ მნიშვნელოვნად აისახება ადამიანზე.
მარნეულელი აბიტურიენტები რადიო მარნეულთან საუბრისა საკუთარ ემოციებს
გვიზიარებენ და 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდას აფასებენ.
„მე ძალიან ემოციური ვარ და შესაბამისად, ამ ემოციურ
ფონზე, მერთულა საგამაცდო საკითხები. მაგრამ შემდგ რომ დავფიქრდი და
გავაანალიზე ყველაფერს მივხვდი, რომ იმდენად რთული არ იყო რა
მაგალითებსაც სახლში ან რეპეტიტორთან ვაკეთებდი. ვფიქრობ, რომ
მორგებული იყო ყველა კრიტერიუმს, რასაც მოსწავლის ცოდნა
ითვალისწინებდა“. - გვითხრა აბტურიენტმა ანი
ნოზაძემ
„ჩვეულებრივი საკითხები მოვიდა, სტანდარტული. ზოგადად,
ყველა აბიტურიენტმა ვინც იცოდა ეს საკითხები ნაცნობი იყო, უცხო
არაფერი იყო. ნერვიულობის განცდაც ყველას აქვს მაგ მომენტში. მით
უმეტეს, როდესაც პირველად გადიხარ გამოცდაზე და არ იცი რა სიტუაცია
დაგხვდება. ვფიქრობ, პირველი გამოცდის შემდეგ ეს ნერვიულობაც
იკლებს“. - ამბობს აბიტურიენტი ლუკა მაისურაძე
„რა თქმა უნდა, თავიდან როგორც ყველა, მეც ვნერვიულობდი,
მაგრამ საგამოცდო ოთახში რომ შევედი ისეთი გარემო დამხვდა, აღარ
ვნერვიულობდი. რაც შეეხება გამოცდას, ძალიან რთულიც არ
ყოფილა“. - გვითხრა აბიტურიენტმა ლაიდა ქარიმოვამ
„გამოცდებს თავისთავად ახლავს ნერვიულობა, თუმცა როგორც
კი შევედი გამოცდაზე ისეთი კარგი გარემო დამხვდა, მომეხსნა
ნერვიულობა. რაც შეეხება ტესტებს, მე მეოთხე ვარიანტი შემხვდა და არ
გამჭირვება დიდად. მარტივად მომეჩვენა ეს საკითხები თუ მარტივი იყო
ვერ გეტყვით, იმიტიმ რომ იყვვნენ ბავშვები, რომლებმაც ეს ვარიანტი
რთულად აღიქვეს".- გვითხრა აბიტურიენტმა მარიამ
ჭოხონელიძემ
„გამოცდის წინა პრიოდში ვნერვიულობდი, თუმცა გამოცდის
დღეს ძალიან მშვიდად შევედი საგამოცდო ცენტრში. საერთოდ არ
ვნერვიულობდი. ისე ვიყავი გამოცდაზე, თითქოს სახლში ვიყავი
და რეპეტიტორს ვუწერდი დავალებას. გამოცდას რაც შეეხება არ იყო
ისეთი რთული, როგორსაც მოველოდი". - გვითხრა
აბიტურიენტმა ნინო სისვაძემ
აბიტურიენტბს სავალდებულო საგნად ჩასაბარებელი კიდევ ორი გამოცდა
დარჩათ. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისვის 41
000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
რადიო "მარნეული"