სამი წლის განმავლობაში სტიქიური შემთხვევებისთვის მერიამ თანხა გამოყო

„იმ შემთხვევაში თუ მარნეულში სტიქია მოხდება, შემდეგ საჩქარო საქმე რომ არ გამოვიდეს,  238 240 ლარიან ხელშეკრულებას ვაფორმებთ. გზების დეპარტამენტთან ერთად გამოვაცხადეთ ერთობლივი ტენდერი და დღეს ხელშეკრულებას ვაფორმებთ“
-
ეს განცხადება, დღეს, 4 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი სტიქიასთან საბრძოლველად (არსებობის შემთხვევაში) წინასწარ ემზადება და ხელშეკრულებას 3 წლის ვადით აფორმებს. სტიქიის შემთხვევაში . გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამი წლის განვალობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

მამედოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამი  წლის მანძილზე მარნეულში არანაირი სტიქია არ მოხდება, აღნიშნული თანხა გამონთავისუფლდება და მიმართული იქნება სხვა პროექტებისათვის.

4 ივლისს საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დადებითი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. 


საკრებულო სხდომის პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ უყუროთ აქ. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები