შადრევანის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად მერია 5 000 ლარს დახარჯავს

მარნეულში მდებარე შადრევანის კეთილმოწყობისს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მერია 5 000 ლარს დახარჯავს.

„ჯერ უნდა ვიყიდოთ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შემდეგ ამ პროექტის მიხედვით რამდენიც დაჯდება, ბიუჯეტში გავითვალისწინებთ და ტენდერს გამოვაცხადებთ სამუშაოების შესასრულებლად“ - თქვა საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა.

მამაედოვის თქმით შადრევანს ტუმბო აქვს დამწვარი. არსებული პრობლემის მოგვარება კი 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები