მარნეულელი აბიტურიენტები გამოცდაზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
1-ლი ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ყოველ წელს გამოცდების მოახლოებას არაერთი მასწავლებლები, მშობლები თუ აბიტურიენტი განიცდის.

აბიტურიენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმების გამო კითხვები რთული იქნება და გადასასვლელი ბარიერიც გაიზრდება.

3 ივლისს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდა. გამოცდაზე კი არაერთი მარნეულელი გავიდა. მათ საკუთარ ემოციები გაგვიზიარეს და გამოცდა შეაფასეს

„გამოცდას დიდი ხანი ველოდით. კითხვები ნაცნობი კი იყო ,მაგრამ წელს ჩემთვის გამოცდები რთული იყო. განსაკუთრებით ვერბალური ნაწილი აღმოჩნდა ძალიან რთული. მათემატიკუირი ნაწილი კარგი იყო , მაგრამ იქაც ერთი შეცდომა ვნახეთ. შეეცადეს გაესწორებინათ. არ ვიცი გადავლახავ თუ არა ბარიერს“.

„გამოცდაზე რმადენიმე პრობლემას წავაწყდი და ერთ-ერთს აღვნიშნავ. გამოცდის ელექტრონულად ჩაბარება დროის დაკარკვაა. ჩემი ძმაც აბარებდა გამოცდას და გამოცდის დრო როდის მთავრდებოდა ზუსტად არ იცოდა და ამიტომ გამოცდიდან მალე გამოვიდა. - თქვეს მარნეულელმა აბიტურიენტება


აბიტურიენტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელთან შედარებით ტესტები რთული იყო. ამბობენ, რომ მათემატიკურ ნაწილში საკითხების პირობებში შეცდომები შეამჩნიეს. ამის გამო არ იციან თუ რამდენ ქულას მიიღებენ დაახლოებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები