რეპროდუქციული საკითხების ინტგრირება სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში - მარნეულის გენდერულ საბჭოსთან შეხედრა გაიმართა

დღეს, 5 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ ჰერა XXI” მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერულ საბჭოს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი საბჭოს წევრებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება იყო, თუ როგორ არის  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლების საკითხი ინტეგრირებული სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებში და რა უფლება-მოვალეობები ეკისრებათ მუნიციპალიტეტებს. „ ჰერა XXI” – ის პროექტების კოორდინატორი სალომე იობაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრა მარნეული მუნიციპალიტეტთან შემდგომ ურთიერთთანამშრომლობა შეუწყობს ხელს.  ორგანიზაციამ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტთან პირველად გამართა.

კითხვაზე, ზოგადად რა სიტუაციაა მუნიციპალიტეტებში მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, სალომე იობაძემ ასე გვიპასუხა:

„სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებობს გენდერული თანასწორობის სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის გენდერული საბჭო, ქალთა ოთახი, ამ  მექანიზმის წარმომადგენლებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია რა სახელმწიფო დოკუმენტები არსებობს და როგორ შეუძლიათ დააინტეგრირონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებები საკითხები ადგილობრივ დონეზე. ასევე,  გენდერულ საბჭოებს არ აქვთ პროგრამული ბიუჯეტით სამოქმედო გეგმა, რაც ხელს უშლით  ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ღონისძიებები“
- გვითხრა სალომე იობაძემ .

აღსანიშნავია ისიც, რომ არც მარნულის გენდერულ საბჭოს გააჩნია ცალკე განსაზღვრული ბიუჯეტი. მარნეულის გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულ ორგანიზაციასთან აქტიურად ითანამშრომლებენ.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მათი საქმიანობის გაცნობა. იმიტომ, რომ მათ აქვთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა პროექტები და პროგრამები და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სამომავლო  მუშაობაში მნიშვნელოვანი იქნება. მათ აქვთ აგრეთვე ახალგაზრდებთან ურთიერთობები, აქვთ სხვადასხვა ტრენინგები, ჰავთ ფსიქოლოგები და აქვთ უფლება რომ შევიდნენ სკოლებში და იმუშაონ სხვადასხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გამოგვადგება სამომავლოდ თანამშრომლობისთვის.“ - გვითხრა ია ესებუამ

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მარნეულის გენდერული საბჭო იღებდა.


Print