ქუთლიარის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემებზე საუბრობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლიარის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემის არსებობის გამო ჩივიან.
მათი თქმით, სასმელი წყლის პრობლემა ძირითადად ზაფხულში აწუხებთ. წყალი იქვე მდებარე მდინარის პირას არსებული წყაროდან მოაქვთ. ბევრ სხვა საჭიროებებს კი არხის წყლით აგვარებენ.
მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ სოფლის რამდენიმე უბანზე ზაფხულში წყალი ონკანიდან არასდროს მოდის. ისინი საკითხის მალე მოგვარებას ითხოვენ

მცხოვრებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ რამდენიმეჯერ შესაბამის ორგანოებს მიმართეს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.
საკითხის გასარკვევად ჩვენ შპს "მარნეული სოფწყალის" დირექტორს, ნაბი აბდულაევს დავუკავშირდით. რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ. აღნიშნა, რომ "ზაფხულის პერიოდში სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ზოგადად არსებობს. სოფელბში მიწოდებული წყლით მოსახლეობა შესაბამისად არ სარგებლობს და ამიტომ ზოგ ტერიტორიებზე წყლის პრობლემაა, ძირითადად მილების შეცვლაა საჭირო".- თქვა აბდულაევმა

აბდულაევის თქმით, სოფელი ქურთლიარში და სხვა 8 სოფელი "რუსთავწყალის" ბალანსზეა. მაგრამ 2018 წლიდან შპს მარნეული სოფწყალთან ხელშეკრულების საფუძველზე იაჯარით აიღეს.

" ის ხაზები საბჭოთა კავშირის დროინდელია და ამიტომ ხშირად ფუჭდება. ამ მიზეზით წყლის წნევას ვერ ვამატებთ"- თქვა აბდულაევმა მან ასევე გამოაცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე წყლის მიწოდების გრაფიკი შეიცვალა. ადრე, წყალს ორ დღეში ერთხელ, 12 საათი აწვდნენ , მაგრამ 4 ივლისიდან ორ დღეში ერთხელ 16 საათი მიაწვდიან.
ამისთვის პროექტი უკვე მზადაა. მაგრამ როდის განხორციელდება, ამის შესახებ ნაბი აბდულაევს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები