ავარიაში მოყოლილი ბავშვი პოლიციამ სამედიცინო გამოკვლევის და მშობლების თანხლების გარეშე დაკითხა - ლეილა მამედოვა
მარნეულელი აქტივისტი და უფლებადამცველი ლეილა მამედოვა ხვალ, 7 ივნისს, 11:00 საათზე, მარნეულის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაცია მამედოვმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ინგლუსურ ენაზე გაავრცელა.


სადაც წერია, რომ მამედოვას მცირეწლივანი
ძმისშვილი (4 წლის) გუშინ, 5 ივლისს, ავარიაში მოჰყა (სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს მიღებული) პოლიციის თანამშრომლებმა კი ბავშვი მშობლების ნებართვის გარეშე დაკითხეს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მცირეწლოვანს გამოკვლევაც კი არ ჰქონდა ჩატარებული. ბავშვის დაცვა აქტივისტის ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა, ლეილა მამედოვას თქმით, მათ პოლიციის თანამშრომლები დაემუქრენ.

მამედოვა რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, რომ ბავშვის დაკითხვის დროს სამართალდამცველები აგრესიულად იქცეოდნენ და ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთში ხმამაღლა კამათობდნენ. რამაც 4 წლის ბიჭი შეაშიანა და მისი ახლანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.

სწორედ ამ მიზეზით, ლეილა მამედოვა, 7 ივნისს, მარნეულის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირებას გეგმავს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები