მდინარე მტკვრზე წყლის დონის მომატების გამო ქესალოში სამუშაოები, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება

სოფელ პირველ ქესალოში, სავარუდოდ, ხვალ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.
მდინარე მტკვრის წყლის დონის მომატების გამო სოფელ ქესალოს მაცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ. წლებია სოფელს ეს პრობელმა აწუხებს.

კაპანახჩის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ასიფ იუზბაშოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, რაც სამუშაო ადგილას სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს.

მე ყოველდღიურად იქ ვარ, ტექნიკა განთავსებულია. გზა რომ არ დაზიანდეს მუშებმა ცალკე გზა გაიყვანეს და დიდი ალბათობით, ხვალ სამუშაოებს დაიწყებენ“ - ამბობს ასიფ იუზბაშოვი.

აღსანიშნავია რომ სოფელში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მარნეულის მერიამ 2 აპრილს ტენდერი გამოცხადა. ტენდერის მიხედვით სამუშაოებისთვის 1 300 000 ლარი გამოიყო. პროექტის თანხა საქართველოს რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

Print