აზერბაიჯანის ქალაქ შამახშში დიასპორის ახალგაზრდების მე–2 საზაფხულო ბანაკი "ნასიმი 650" გაიხსნა
9 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქ შამახიში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების მონაწილეობით „ნასიმი 650“ ოფიციალურად გაიხსნა. გახნის ცერემონია დიასპორის ახალგაზრდების მიერ შამახის კულტურის ცენტრში ჩატარდა. ზაფხულის ბანაკში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 პირი იღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიაზე დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აზერბაიჯანის ახალგარდული ფონდი, აზერბაიჯანის დიასპორის მხარდაჭერის ფონდი, საპრეზიდენტო ადმინსიტრაციის საზოგადოებრივი-პოლიტიკური განყოფილება, შამახის გამგეობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიზნების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ქვეყანაში „ნასიმის წელი“ს გათვალისწინებით,  აზერბაიჯანელი უდიდესი მწერლის, მიმადედინ ნასიმის დაბადების 650 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ერთიან პლატფორმაში გაერთიანება და აზერბაიჯანის უფრო ახლოდან გაცნობაა.

ბანაკის ფარგლებში მონაწილეები აზერბაიჯანის ისტორია გაეცნობიან, მოინახულებენ არქიტექტურს ძეგლებს. ბანაკი 8 ივლისს დაიწყო და 14 ივლისს დაიხურება. შეგახსენებთ, რომ პირველად საზაფხულო ბანაკი 2018 წელს გაიმართა.

Print