სიახლე
საკრებულოს აპარატის უფროსი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის მიღებას სავალდებულოდ არ თვლის

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მეშვიდე წელია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი არ მიუღია. ამ ფაქტს როგორც მერიაში, აგრეთვე საკრებულოში ეთანხმებიან.
მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში მერიაში საიტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ ადამიანს აიყვანენ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ვებგვერდზე საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნოს. ლობჯანიძე პრობლემის აღმოსაფხვრელად კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს და განუსაზღვრელ მომავალში საუბრობს.

კითხვაზე აქვს თუ არა რომელიმე საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს აპარატს მიღებული დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა, აპარატის უფროსს ნინო ბერიძეს მაგალითად თვითმმართველობის საკანონმდებლო მაცნედან 85-ე მუხლი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დამდგარა დადგენილების მიღება და ამას არც კანონი ავალდებულებთ.

„თუკი ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს კიდევ დამატებით საჭიროება რამე გამოაქვეყნოს, რაც ჩამონათვალში არ არის და კანონმდებლობა ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში იღებს დამატებით რეგულაციას და ასეთი საჭიროება არ არის ამ ეტაპზე.“ - ამბობს ნინო ბერიძე

ბერიძის თქმით, მერიის ვებგვერდზე საკრებულოს განყოფილებაში არასრული ინფორმაციის არსებობა საიტის რეორგანიზაციიდან არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრას კი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეეცდებიან.

არის თუ არა მერია ვალდებული მიიღოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და რა არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მას ამისათვის ჩვენ „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს არჩილ თოდუას დავუკავშირდით, რომელიც გასული წლის მსგავსად წელსაც მოუწოდებს მარნეულის მერიას მიიღოს შესაბამისი დადგენილება.

„ჩვენ შარშანაც ჩვატარეთ კვლევა და შევისწავლეთ თუ რამდენად ასრულებს მარნეულის მუნიციპალიტეტი ამ ვალდებულებებს. მათ ეს წესი არ აქვთ მიღებული მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების აფსოლუტურ უმრავლესობას საქართველოში დამტკიცებული აქვს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხა. რასაც შესაბამისი კოდექსი განსაზღვრავს. მაშინაც მოუწოდეთ მუნიციპალიტეტს და ახლაც მოვუწოდებთ, რომ ასეთი წესი მიიღონ“ - თქვა არჩილ თოდუამ

არსებულის შესრულებიდან გამომდნარე არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ მერიის საქმიანობა მეტად გამჭვირვალე გახდება  და გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს საჯარო ინფორმაცია პროაქტიული წესით გამოაქვეყნოს და ეს წესი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით გამოქვეყნებული.

„ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი არის ის, რომ XXI საუკუნეში საჯარო ინფორმაციაზე წვდომა უნდა იყოს შეუფერხებლად სხვადასხვა წყაროების მეშვეობით და ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის ვებგვერდი, რომელიც გამართული უნდა იყოს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მეორეს მხრივ მოქალაქეთა ჩართულობის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ამაში არაფერია, პრაქტიკა დამკვიდრებულია და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს.“ - გვითხრა არჩილ თოდუამ.

„გამჭვირვალობა საქართველომ“ ჯერ კიდევ 2018 წელს შეისწავლა მუნიცპალიტეტები და დაადგინა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონით დადგენილ სტანდარტებს არ იცავს . რითაც არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.

რადიო მარნეულს კი აღნიშნულის შესახებ არაერთი მასალა მოუმზადებია, სადაც მუნიციპალიტეტის პასუხი დღევანდელისგან განსხვავებით დადგენილების აუცილებელ მიღებაზე მეტყველებდა.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“
საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ისაუბრეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ
სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ
წასვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.